მსოფლიოში ყველაზე პოპულარული TikToker-ი, ხაბი ლემი დააკავეს
1749463502
2003–2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ ისაუბრა.
ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.
გოგუაძის თქმით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავაც და სპეცრაზმიც, რამდენადაც ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა.
"ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ- მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა "აი ამ მარშუტკაში დაგტოვებო". ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს - წინ მიზის და დავამთავროო, ეს მესმის საუბარი. შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ეხლა წყდება შენი ბედიო, მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქედან უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა ბიჭი გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა, რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ", -განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.