მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ნიღბების ქვეშ შესაძლოა იმალებოდეს ისეთი სახეები, რომელთაც დესტრუქციის, ცეცხლის წაკიდების, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარდა არაფერი არ სურთ სხვა აქციაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს მარტივად მოხდეს მისი ამოცნობა.
„რეალურად არავინ მშვიდობიანი პროტესტის ინიციატივით ნიღბებით იქ ალბათ არ გადის. პრაქტიკა ამას მეტყველებს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, ვიცით ჩვენ გერმანიის მაგალითი. გერმანია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას მისი ძალიან მკაფიო გაანალიზების გარეშე, იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, რადგან ნიღბები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია. ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმეს ხელი წაუცდება და მაინც ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ჩვენ თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, კონკრეტული პროცესუალური მოქმედებების დაწყება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი ეს ადამიანი. ესა და ესაა მხოლოდ, ისევ მართლწესრიგს და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.