1736496209
ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია, ვინმე თითის დაქნევით ესაუბრებოდეს. საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება არასრულწლოვანებში სქესის შეცვლა - არჩილ გორდულაძე
საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება არასრულწლოვანებში სქესის შეცვლა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
იგი აღნიშნულით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას გამოეხმაურა.
„ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის, ერისა და ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ ვინმე თითის დაქნევით ესაუბრებოდეს. იგივე რეაქცია გვაქვს ჩვენ,როდესაც თითის დაქნევითა და შანტაჟებით გვესაუბრებიან იმ კანონების გაუქმებაზე, რომელთა ნაწილი, მათ შორის ისევ ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს, როგორიც არის გამჭვირვალობის კანონი. გავახსენებ, რომ როდესაც საქართველოში მიიღებოდა გამჭვირვალობის კანონი, პარალელურად საფრანგეთშიც მიიღეს ზუსტად ანალოგიური კანონი.
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება არასრულწლოვანებში სქესის შეცვლა“, - განაცხადა გორდულაძემ.
საქართველოში მიღებული კანონების გაუქმებაზე ისაუბრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. მისი განცხადებით, გამჭვირვალობისა და სხვა კანონები ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.