რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება აღიარებაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა, მათ შორის იმ კუთხით, რომ უგულებელყვეს საარჩევნო შედეგები და გადაწყვიტეს, საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩართულიყვნენ.
„ფაქტობრივად, საკუთარი თავი თვითლიკვიდაციისკენ წაიყვანეს. როგორც ჩანს, ამას შიგნითაც კარგად აცნობიერებენ, მათ შორის სააკაშვილი. ისინი შეეცდებიან, რომ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახელით გადაკეთდნენ და სხვადასხვა ფორმაციაში ჩადგნენ, რათა ახალი სახელით თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სცადონ“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეულ წინადადებები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდაიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება. ამასთან, პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით.