პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე დიდი ხანია ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები, ეს არ არის მისი საკუთარი გეგმები, - ასე შეაფასა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები, რომ „ორხელისუფლებიანობის პირობებში ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია, რასაც ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა“.
ნანა კაკაბაძის თქმით, ეს არის ის დაკვეთები, რომლებიც გარედან მომდინარეობს გარკვეული ძალების მხრიდან.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულიად დასავლეთი, როგორც ხშირად იხსენიებენ ხოლმე, არამედ, დასავლეთში არსებული მცირე ჯგუფი, ოღონდ აქტიური ჯგუფი, რომლის მმართველობის ქვეშაც იმყოფება როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე დღევანდელი, ე.წ. ეს კრიმინალური ოპოზიცია. მათი მმართველობის გეგმების განხორციელების სტადიაში იმყოფებოდა ახლაც პრეზიდენტი, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა და მთელი მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის მსახურების და მისდამი მორჩილების გამოვლინება, სადაც აბსოლუტურად არასდროს, არც ერთხელ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა შეფასდეს.
როდესაც ის დაამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას და ისტორიკოსები ისაუბრებენ მის როლზე ქვეყანაში, ეს იქნება ალბათ ლაიტმოტივი მთლიანად მისი მოღვაწეობის, რომ ის იყო საერთოდ ამოვარდნილი ქართული რეალობიდან, ქართული პოლიტიკიდან. ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა აკეთა საქართველოს წინააღმდეგ, მგონი არცერთ პრეზიდენტს ჩაუდენია მსგავსი დანაშაულები. ასე ღიად და ასე დაუფარავად, რომ საერთოდ კონსტიტუციის და კანონის იგნორირებით, სამართლებრივი ჩარჩოდან ასე გასული, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, მე ვერც ვიხსენებ სხვა მეორე პრეზიდენტს, რომელსაც ეს ჩაედინოს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.