ნანა კაკაბაძე: ორ ხელისუფლებიანობას არ ითვალისწინებს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი აანონსებს და გამოდის რაღაცა ახალ-ახალი ნოუჰაუებით, რომელიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში კანონთან, სამართალთან და კონსტიტუციასთან

ნანა კაკაბაძე

ორ ხელისუფლებიანობას არ ითვალისწინებს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია და რაც მთავარია არც საქართველოს კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი აანონსებს და გამოდის რაღაცა ახალ-ახალი ნოუჰაუებით, რომელიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში კანონთან, სამართალთან და კონსტიტუციასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„სალომე ზურაბიშვილი რამდენჯერმე დაადანაშაულეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწერ კონსტიტუციის დარღვევაში, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მუდმივად არის ისე, რომ ყოველთვის როდესაც, რაღაც წინადადებით გამოდის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ხშირად ვფიქრობ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან მოხდეს ერთის მხრივ დამცრობა საქართველოს კონსტიტუციის და ეს ნიშნავს ქვეყნის დამცრობას. ამის დემონსტრირებას ახდენს თუ წარმოუდგენელია არ იცოდეს ის ელემენტარული ანა-ბანა კონსტიტუციის, როდესაც ის ასეთ სასულეებს და ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს. გამორიცხულია, რომ ეს მას უცოდინარობით მოსდიოდეს. ეს მოსდის ერთის მხრივ გარედან დაკვეთით და მეორეს მხრივ ალბათ უნდა რომ დაამცროს საქართველოს კონსტიტუცია და ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.