ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს
1734978500
ნიკა გვარამიას განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეში - ვერც ნიკა გვარამიას და ვერ მაკკეინის ანგარიშში ვერ ხედავს დესტაბილიზაციის ნიშნებს ოპოზიცია. პარტიებში აცხადებენ, რომ ლოგიკური რეაქცია მოჰყვება "ოცნების" მცდელობას, შეინარჩუნოს ძალაუფლება და იმოქმედოს არჩევნების ობიექტურ შედეგებზე.
"მთავარი არის ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ქართველი ხალხი და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მუდმივად ამაზე აპელირებენ, რომ მთავარია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ის, რომ ქართველი ხალხი ურყევად აგრძელებს საკუთარ სვლას თავისუფლებისკენ, ევროკავშირისკენ და ღირსეული ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ,“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.
შეგახსენებთ, პარტია "ახალის" დამფუძნებელმა და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან იგი სულ იტყუება.