მესიმ ახალი თაობიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს
1734179305
მთავარი, რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ
ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
როგორც ის აცხადებს, უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა.
,,საქართველოში დღეს ისტორიული დღეა!
სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.
დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს.
უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა.
ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლადარჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება.
მთავარი, რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.