ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტსა და "მომავლის სამიტზე" გამოსვლას ეხმიანებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ირაკლი კობახიძემ, გამოსვლისას, ნდობის აღდგენისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, რადგან მსოფლიოში არსებული განსაცდელი არის რეალური და ამ განსაცდელს ომის ქარცეცხლი ჰქვია.
უმრავლესობაში ხაზგასმით ამბობენ, რომ ვიზიტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"მთავარი, რაც ითქვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ, არის ნდობის აღდგენის, მისი შენარჩუნებისა და სტაბილურობის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შემთხვევები შეიძლება მივიღოთ არა მარტო საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში. გენერალურ დებატებზე კიდევ იქნება ამ თემაზე საუბარი, იქნება ორმხრივი შეხვედრებიც, ასევე - გარკვეულ ფორმატებში შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ფორმალურად თუ არაფორმალურად - ეს არის საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.