ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უსაუბრია იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რომლებზეც მუშაობასაც აქტიურად გააგრძელებს „ოცნება“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა განახლებული და უფრო დაზუსტებული სახით მომდევნო კვირას იქნება საქართველოს პარლამენტში წარდგენილი.
„მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერება როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც იქნება საფუძველი სამომავლოდ დეოკუპაციისა. ასევე, ევროინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ- ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.