მთავარი არის ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნება და ამის არდავიწყება, რადგან ქართველ ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენი ტრადიციები - შოთიკო ტატიშვილი

შოთიკო ტატიშვილი

„ქართული ოცნების“ გზავნილებს მხარდაჭერას უცხადებს მომღერალი შოთიკო ტატიშვილი, რომელიც დღეს ბორჯომში მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.

„მთავარი არის ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნება და ამის არდავიწყება, რადგან ჩვენ, ქართველ ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენი ტრადიციები, იდენტობა, ის კულტურა და ერთმანეთისადმი პატივისცემა და ამ ყოველივეს გათვალისწინებით, უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ, რა თქმა უნდა, მშვიდობით, ღირსებითა და თავაწეულად“, - განაცხადა ტატიშვილმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მმართველი პარტიის გზავნილებს გარშემო, მუსიკოსები და საზოგადოება დღეს თელავში, ბორჯომსა და ჩხოროწყუში გაერთიანდნენ.