მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირების და მხარდაჭერისთვის რომ კანონმდებელს დაასანქცირებენ, ეს არის ისეთი მდარე სპეკულაცია, რომელსაც ანალოგი დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში არ აქვს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირების და მხარდაჭერისთვის რომ კანონმდებელს დაასანქცირებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა ის ევროპელი პარტნიორებისგან სანქციებს.

„დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით. ეს დემოკრატია კი არ არის, არის ისეთი მდარე სპეკულაცია, რომელსაც ანალოგი დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.