„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, წინსვლა გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“ - პუტინი

ვლადიმერ პუტინი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება.

"ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.