შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1733153706
ძალადობრივი აქცია ის ფორმა არ არის, რაც ევროპის იდეას რაიმე ფორმით გაამართლებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, სამწუხაროა ის ინფორმაცია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, აქციებისას მოაწყონ პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ, სამწუხაროდ, ამ აქციების შესანარჩუნებლად და სახელმწიფო გადატრიალების მიზნის მისაღწევად მსხვერპლის აუცილებლობაა, რაზეც თავად საუბრობენ და სხვადასხვა მიმოწერაც არსებობს. გუშინ პატარა ბავშვი ვიხილეთ, რომელიც ძალადობრივი აქტის პროცესში იყო ჩართული. რა თქმა უნდა, მათ მშობლებს მოვუწოდებთ, ბავშვები ძალადობრივი აქციებისგან დაიცვან. ძალადობრივი აქცია ის ფორმა არ არის, რაც ევროპის იდეას რაიმე ფორმით გაამართლებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.