მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მკაცრად აღვასრულოთ ყველამ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი სამშობლოს წინაშე - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დეპუტატის განმარტებით, საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას". დეპუტატის თქმით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას აკისრია ვალდებულება შეინარჩუნოს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა.

მიხეილ ყაველაშვილი მოუწოდებს ყველას, აღასრულონ საკუთარი ვალდებულება სამშობლოსა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

„საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც 1200000-მდე ჩვენმა მოქალაქემ ანდო ქვეყნის მართვა და რაც ადასტურებს, რომ "ქართულ ოცნებას" ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა სრული ნდობა. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დავიცვათ პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა, უზრუნველვყოთ კანონის და კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, ვინც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ჩვენ გმირ პოლიციელებს, ასევე აანონსებს ქვეყნის გაჩერებას და პარალიზებას, ასევე ოფიციალურად მოუწოდებს ალტერნატიული ხელისუფლების შექმნისკენ, ჩართული არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს (დაწყებული პრემიერ მინისტრით და მთავრობის წევრებით, გაგრძელებული არჩეული პარლამენტის წევრებით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგითი წევრებით) მკაცრად აღვასრულოთ ყველამ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი სამშობლოს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე,"-აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.