მოვისმინეთ უნგრეთის ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა ბრიუსელისგან მიიღო წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას ვეტოს დაადებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ.

"მოვისმინეთ უნგრეთის ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. მკაფიო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ან კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით თუ იქნება გარკვეული ძალების მიერ ინიციირებული, მაშინ უნგრეთი მას ვეტოს დაადებს. ისინი აბსოლუტურად არ იზიარებენ იმას, რომ საქართველოში რაიმე საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აამოქმედონ რაიმე მექანიზმები, რომელსაც ჰქვია სანქცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.