მოვისმენთ, რას გვეუბნებიან პოლიტიკოსები, რას გვეტყვის პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიომოთ - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე

ვაპროტესტებ ტრიუკს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვიტარა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციაზე იმყოფება.

„მგონია, რომ სამარცხვინოა ამდენი წელი ასეთი ტრიუკები ატაროს. მას ხალხი გონიერი არ გონია, გონია, რომ ყოველთვის გაუვა. წელს ბიძინა ივანიშვილს კიდევ რომ გაუვიდეს ტრიუკები, მაშინ არჩევნებს აზრი აღარ აქვს. გზავნილი არის ის რომ, მოვისმინოთ, რას გვეუბნებიან პოლიტიკოსები, რას გვეტყვის პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიომოთ. ერთი რამ გავაკეთეთ ძალიან მყარად, ოპოზიციამ გავიმარჯვეთ, უფრო სწორად, ხალხმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში. ახლა ეს მიტაცებული და გაქურდული არჩევნები უკან უნდა დავიბრუნოთ. პრინციპში, არავინ ელოდა, რომ ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ჩვენ არჩევნები წავაგეთო, რაც, მაგალითად, მიშამ 2012 წელს გააკეთა, ჩვენ ამას არ ველოდით. ახლა ეს მოგება უნდა დავიბრუნოთ“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.