1749577630
მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

"მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?!" - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანს, რომელმაც სესიაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, აქციების დროს, დემონსტრანტების მხრიდან პოლიციელებზე უდიდესი ზეწოლა მიმდინარეობდა:
"აღარ ვსაუბრობ პიროტექნიკის, ცივი იარაღის თუ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს ლევან იოსელიანი წარადგენს. ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. კითხვებიც, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით იყო. ისმოდა ომბუდსმენის მისამართით კრიტიკა.