„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს; მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხითაც.
„ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ფართობები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობები ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღდგება-გაშენდება 15 ათასი ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ტემპები ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხით გვაქვს გაზრდილი დაახლოებით ხუთჯერ წინა ხელისუფლებასთან შედარებით. შედარებაც არ ღირს, იმდენად უმნიშვნელო იყო მათ მიერ აღდგენილი და გაშენებული ტყეების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი დიდ ქალაქებში და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის და რუსთავისთვის.
„თბილისში 25%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგია. რუსთავში 35%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.