მოგვიწოდებდნენ ახალ წელს პიროტექნიკა არ გამოგვეყენებინა, წუხდნენ ფრინველებზე. როგორც ჩანს, მათთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო მოწესრიგებული იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„სხვათა შორის ამაზე საუბრობდნენ გასულ წლებში ადამიანები, რომლებიც წუხდნენ ფრინველებსა თუ ცხოველებზე, მოგვიწოდებდნენ, რომ ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენება არ მომხდარიყო, იმისთვის რომ ფრინველებს გავფრთხილებოდით. ის ადამიანები, ენჯეოს წარმომადგენლები თუ ცხოველთა დაცვის უფლებების წარმომადგენლები, ვინც ამას მოუწოდებდნენ, როგორც ჩანს მათთვის ამ შემთხვევაში რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავიანთი წარმოდგენით. მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებში, ისე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.