მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. საქართველო 2030 წელს უკვე მაღალშემოსავლიან ქვეყანათა რიცხვში გადავა - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. აქ მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეალური მონაცემები, რომლის თანახმადაც ბოლო ოთხი წლის ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. ისინი ადასტურებენ ასევე იმას, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია რა მონაცემებია რეალური და რა მონაცემებზე საუბრობს მაგალითად მსოფლიო ბანკი და რა მონაცემებზე საუბრობს მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მე არ მგონია, რომ მათზე ავტორიტეტული იყოს რომელიმე ოპოზიციური პარტიის რიგითი წევრის განცხადება. და რა სიტუაცია არის დღეს ხომ? მსოფლიო ბანკიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებენ იმას, რომ ბოლო ოთხი წლის ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. ისინი ადასტურებენ ასევე იმას, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე. ძალიან დიდი ალბათობით საქართველო 2030 წელს გადავა უკვე მაღალშემოსავლიან ქვეყანათა რიცხვში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით კი მუშაობა გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არა ერთხელ გამოითქვა მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლასთან დაკავშირებით, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.