1742376620
მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში - ვახტანგ ჩოჩია

მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია მედია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების დაცვა, მათი ინტერესის გატარება და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე შეიმუშავა ახალი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დახვეწას და გამკაცრებას. ეს არ არის მარტივი პროცესი, კომპლექსური პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანას, არამედ მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში“, - აღნიშნა ჩოჩიამ