გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
„ეგრე გააგრძელეთ და დამტირებელი აღარ დაგრჩებათ“, - მიმართავს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას. ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ისეთი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ავტორიტეტი არ აქვთ.
„როგორ ყველა ვადაგასული და საკუთარი მოქალაქეებისგან ჩამოწერილი პოლიტიკოსი გიჭერთ მხარს?!
ისე, შვილი ოჯახის სარკეაო ნათქვამია და რა გასაკვირია, რომ თქვენი პოლიტიკური ოჯახი ლიბერალური ფაშიზმი, ლგბტ-კოლექტივი და ფსევდო-ღირებულებებია? ჰოდა, რაც მამა-მარჩენლებს ემართებათ, იგივე გჭირთ თქვენ.
მკვდრადშობილ პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდით და გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარებით ისევე, როგორც თქვენი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები სილაზე ნაგები კოშკებივით ჩამოიშალნენ.
ეგრე გააგრძელეთ და დამტირებელი აღარ დაგრჩებათ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.