მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ - ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე

მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას,- განაცხადა მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ლაშა ტალახაძემ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აქ მოსულ თითოეულ მხარდამჭერს. ძალიან ბევრნი ვართ, რაც ძალიან მიხარია და 26-ში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას, ერთობას და აუცილებლად ვივლით წინ ერთობისკენ“, - აღნიშნა ტალახაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დედაქალაქში ორ ადგილას იკრიბებიან, ბარათაშვილის ხიდსა და რესპუბლიკისი მოედანზე, საიდანაც მსვლელობით ისინი თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან.