მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე - იტალიის ელჩი პოლონეთში

elchi

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებას იტალიის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ლუკა ფრანკეტი პარდოც ესწრებოდა.

ელჩმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე. საქართველოს ელჩი, ჩემი მეგობარი, შესანიშნავი დიპლომატია, რომელიც თავის მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებს," - განაცხადა ელჩმა.