„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოკლე აუდიენცია გავმართე კოლეგებთან. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მივმართავ“, – წერს ყაველაშვილი.