რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
მიხეილ ყაველაშვილმა თავის დროზე ქართული სპორტი ასახელა და ახლა ქართულ პოლიტიკას და თავის ქვეყანას ასახელებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ყაველაშვილი შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და უკომპრომისოდ, პრინციპულობად იცავს იმ პოზიციებს, რაც აქვს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობას“,
„პრეზიდენტის ინსტიტუციას რაიმე თუ აკლია, ეს არის ქართული იდენტობა. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომლის მიმართ საზოგადოებას განცდა ექნება, რომ ქვეყანა უყვარს. პრეზიდენტი თავის ქვეყანაში უცხოურ ძალას არ უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.