„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ეს გმირები იარსებებენ ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შინდისში გმირთა მემორიალთან შინდისის ბრძოლის გმირებზე საუბრისას.
„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ ვაჟკაც გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე. დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ.