მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
დღეს ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ჩვენ მსგავსად მიიღოს ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი პარლამენტარი, ელჩი პირდაპირ რომ გაიძულებს, კანონი არც კი განიხილო, სწორედ ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება.
„ძახილი – რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა. ჩვენი საზოგადოება მეტს იმსახურებს. ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია როდესაც გაქვს, გაქვს პრეტენზიაც, რომ კითხვის დასმა შეგეძლოს. ზოგიერთი პარლამენტარი, ელჩი პირდაპირ რომ გაიძულებენ, კანონი არც კი განიხილო, სწორედ ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება. პარლამენტის წევრის მიერ ინიცირებული კანონი განხილული უნდა იყოს. დისკუსიაში როდესაც ვერ შედიხარ, მას ვერ დაარქმევ რუსულს და ანტიევროპულს. ჩვენი საზოგადოება ბევრად მომზადებულია, ვიდრე ეს დამოკიდებულებაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.