მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია ამ დღეს კარგად დავფიქრდეთ, რის ფასად გვაქვს მოპოვებული დამოუკიდებლობა და რამდენად აუცილებელია ყოველდღიურად ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ეს მონაპოვარი

მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღეს კარგად დავფიქრდეთ, რის ფასად გვაქვს მოპოვებული ეს დამოუკიდებლობა და რამდენად აუცილებელია ყოველდღიურად ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი ეროვნული ღირსება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მეტად აქტუალური, ხაზგასმული და დაფასებულია თითოეული ქართველის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს, ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მინდა მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე. დღე როდესაც თითოეულ ჩვენგანს გვეზეიმება და იმავდროულად გვაქვს განცდა, რომ ეს არის დღე, როდესაც კარგად უნდა გავიაზროთ და კიდევ ერთხელ კარგად უნდა შევაფასოთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თითოეული ქართველისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღეს კარგად დავფიქრდეთ, რის ფასად გვაქვს მოპოვებული ეს დამოუკიდებლობა და რამდენად აუცილებელია ყოველდღიურად ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი ეროვნული ღირსება.

საუკუნეების განმავლობაში, არასდროს ყოფილა დრო, როდესაც საქართველოსთვის აქტუალური არ იქნებოდა ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის ან განმტკიცების, ან ხელახლა დაბრუნების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ვითარება, როდესაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს აქტუალური შეიძლება არ იყოს. თითოეული ქართველი უნდა ცხოვრობდეს ამ განცდით, რომ ყოველდღიური თავისი საქმიანობით, ქვეყნისადმი სიყვარულით, პატრიოტიზმით მას წვლილი შეჰქონდეს იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ეს არის რა თქმა უნდა უმთავრესი ამოცანა თითოეული ქართველისთვის და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როდესაც დღეს ყველაზე მეტად აქტუალური, ყველაზე მეტად ხაზგასმული და ყველაზე მეტად დაფასებულია თითოეული ქართველის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.