დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც სიმართლეს არ ასახავს, რა თქმა უნდა ექნება ჩალის ფასი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას.
მისი თქმით, რეზოლუციის რამდენიმე პროექტიდან ერთ-ერთი შესაბამისობაში არ მოდის იმ ინდექსთან, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, გივი მიქანაძის განცხადებით მისი უფლება არ ირღვევა და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
„რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტი, როგორ მოდის შესაბამისობაში იმ ინდექსებთან, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და რომლითაც საქართველო მეთორმეტე ადგილზეა მსოფლიოს 148 ქვეყანას შორის და იქ ერთ-ერთი განმსაზღვრელი პუნქტი სწორედ დემოკრატიულ პროცესების წინსვლასთან არის დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა საკითხი გარკვეულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე იმსჯელა მის განცხადებაზე და დაუშვებლად მიიჩნია იმიტომ, რომ არანაირი უფლება არ ირღვევა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი აქტუალური არ არის და ყველამ იცის, რომ არანაირი უფლება ამ ადამიანის არ ირღვევა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - კონკრეტულად რა შინაარსის ტექსტზე შეჯერდებიან ევროპარლამენტარები რამდენიმე დღეში გაირკვევა. ევროპარლამენტში რეზოლუციის რამდენიმე პროექტია წარდგენილი, რომლებზე მსჯელობას ევროპარლამენტარები დღეს იწყებენ.