მიხეილ სააკაშვილი გაფიცულებს მადლობას უხდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც დღეს გაიფიცა.

„ისტორიული დღე ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო გაფიცვა წარმატებით შედგა!

დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და უსამართლობასთან არშეპუების კონკრეტული დემონსტრაცია მოახდინა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.