მიხეილ სააკაშვილი: აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით, იყო ძალიან წარმატებული, მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა

მიხეილ სააკაშვილი

პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აქციის მონაწილეებს შორის იყო ერთიანობა.

„აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით და არა როგორც ალისა ამბობს ხოლმე „ვითომ-ვითომ“ არჩევნებში და სინამდვილეში, სპეცოპერაციაში მონაწილეობის, იყო ძალიან წარმატებული!

ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.

კიდევ რაც მომეწონა – მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.