სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თბილისში აქციები ძალადობრივად მოიხსენია, შემდეგ საკუთარი ნათქვამი შეასწორა

მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე თბილისში მიმდინარე საპტროტესტო აქციები ჯერ ძალადობრივად მოიხსენია, ხოლო შემდეგ თავისი ნათქვამი შეასწორა.

მან ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, “განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ” მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ უკვე დააწესეს სანქციები “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების მიმართ.

“ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები “ქართული ოცნების” ოფიციალურ წარმომადგენლებზე ძალადობრივი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო მათი მონაწილეობისთვის, მაპატიეთ, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მათი ძალადობრივი პასუხისთვის”- განაცხადა მეთიუ მილერმა.