„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
საპარლამენტო უმრავლესობის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ქართულ მედიას აღარ ექნება საშუალება დაფინანსება მიიღონ უცხოეთიდან, ისინი მხოლოდ რეკლამების გაყიდვის გზით მიიღებენ კომერციულ შემოსავალს.
"მაყურებელს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, ასევე, ისინი, როგორც მომხმარებლები, დაცულნი უნდა იყვნენ დეზინფორმაციისგან.
მედია საშუალებებს არ ექნებათ უფლება მიიღონ უცხოური დაფინანსება. მათ შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ რეკლამების გაყიდვის გზით მიღებული კომერციული შემოსავალი მიიღონ უცხოეთიდან.
აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქართულ მედიაში ძალიან მძაფრად იგრძნობოდა უცხოური გავლენა. ჩვენ ამ კანონპროექტის დაინიცირებით შევძლებთ, რომ აღვკვეთოთ საქართველოში ჩვენი ე.წ. პარტნიორების ინტერესები", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.