„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
"არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმ, ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გათავისუფლების მერე მედიასთან განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, მას გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.
"მე ვიყავი რუსთაველზე აქციაზე და დილით გამთენიისას, როგორც ტრადიცია აქვთ ხოლმე, "რობოკოპები" წამოვიდნენ ყველა მიმართულებიდან და ჩვენ გავერიდეთ, ვინც ვიყავით დარჩენილები. მე და ჩემი მეგობარი ლუკა დაგვაკავეს თამარაშვილზე, ოღონდ არა იმ პოლიციელებმა, ქვემოდან ამოვიდნენ მანქანებით, გადმოირბინეს აქეთა გზა და დაგვაკავეს რაღაც ღობესთან. წაგვიყვანეს ორთაჭალაში. 4 საათი გავატარე, ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, არც ჩემთან მიმართებაში, ძალიან პროფესიონალურად იქცეოდნენ, არც ლუკასთან მიმართებაში. ხელწერილი დავწერე, ოქმი ჩავიბარე თუ რაღაც და გამომიშვეს," - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დილით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკში მსვლელობით გადაინაცვლეს. ვაკის პარკთან დაკავებას წინ უძღოდა დემონსტრანტების მხრიდან ბარიკადების აღმართვა. ადგილზე სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. დაკავებულებს შორის იყო "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც უკვე გაათავისუფლეს.