1732262182
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება - ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება. სხდომას ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე მოხსენებით გახსნის და დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გააცნობს. სამანდატო კომისიის მიერ პარლამენტის კანდიდატობის წევრებთან დაკავშირებით შესული დოკუმენტაციების განხილვის შემდეგ კენჭისყრით პარლამენტის უფლებამოსილება დამტკიცდება.
მმართველი გუნდი, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია უარს არც მანდატებზე იტყვის და არც დაფინანსებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელებს, „ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული პარლამენტის შეკრებაზე გავლენას ვერ მოახდენს.