მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს. სიზუსტე, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცვლილებების მიზანს. კანონპროექტი ბრიტანულ მოდელს ეფუძნება და ის დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებას, ჯარიმას და ლიცენზიის შეწყვეტას ითვალისწინებს.

ამას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები ორ პაკეტად არის ინიცირებული, მეორე უცხოური ფულით მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვას ეხება.