მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, ბუნებრივია, აზრი არ აქვს - თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - ოპოზიციურ პარტიებში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

"მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ბუნებრივია აზრი არ აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრში იქნება ერთიანი," - აცხადებს "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებში ახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.