VIDEO: ამერიკელი შვილის თოჯინების ტანსაცმელს აუთოებს - სახალისო ვიდეო
1742940054
ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მზარდ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესს ევროინტეგრაციის პროცესში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთანდაკავშირებით.
მისივე თქმით, სერბეთისგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, მნიშვნელოვანია გაზიარება იმ ინფორმაციის, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მათ განსაკუთრებით საკანონმდებლო მიმართულებით გადადგეს.
„შესაბამისად, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში გვექნება შეხვედრები ძირითადი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
ასევე, დაგეგმილი გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, რომელზეც ხაზგასმული იქნება ორმხრივი თანამშრომლობები და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის კუთხით“, - აღნიშნა მან.