„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ამ წინადადებით ბიუროს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიმართა, სადაც მდინარაძეს დახურურ რეჟიმში მოუსმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა მდინარაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად უკვე განიხილა.
„კენჭსაყრელ საკითხად დაგვემატა დადგენილების პროექტი მამუკა მდინარაძის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ. როგორც იცით, კომიტეტმა განიხილა მისი კანდიდატურა. ასევე კომიტეტის შუამდგომლობა არის, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იყოს კენჭისყრა. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.