ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ეს ადამიანები, წარმოადგენენ აგენტურას და მოქმედებენ სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებებით.
„თქვენ თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილთან გახარია და მამუკა ხაზარაძე რომ მოლაპარაკებებს მართავდნენ და ცხრაჯერ რომ გამოვიდნენ ერთი შეხვედრიდან. ერთადერთი, რაც შეიძლება ლოგიკურად იფიქრო, არის ის, რომ თავიანთ პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცაზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო მესიჯბოქსი აქვთ. სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო. არათუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ერთი ვერსიის მიხედვით ყველას რატომღაც ასე მოუნდა, დაემთხვა ასე, ან მეორე - მიიღეს დავალება, რომ დაუპირისპირდნენ. რომელიმე მაყურებელს, თუნდაც ის არ იყოს ჩვენი მომხრე, შეიძლება სჯეროდეს იმისა, რომ უბრალოდ დაემთხვა ოთხი წლის თავზე, ერთ მშვენიერ დღეს დამოკიდებულების ცვლილება. ხომ შეუძლებელია? მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება“, - განაცხადა მდინარაძემ.