ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
როგორც კი დარწმუნდებიან გარკვეული ძალები, ბიუროკრატიის კონკრეტული წარმომადგენლები ან ნაწილი ამ ბიუროკრატიისა, ევროპული ბიუროკრატიის და ა.შ. რომ ეს საკითხიც, როგორც შანტაჟის იარაღი დღის წესრიგიდან ჩაიხსნა, შეიძლება მართლა უფრო ადრე მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკების გახსნას მაშინ აქვს აზრი, თუ შენ მე მაღიარებ.
„ჩვენ რომ ეს ჩაგვეტოვებინა უბრალო, ღია საკითხად და გვეთქვა, რომ აი იცით რა, ჩვენ ახლა გაზაფხულზევე მოვითხოვთ იქნებ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, გაზაფხულზე იქნებოდა დიდი ამბავი ამაზე. რევოლუციის მორიგი მცდელობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ვინ მისცემთ ამათ, ვინ გაუხსნის მოლაპარაკებებს. ეს მოლაპარაკებები გახდებოდა კანდიდატის სტატუსზე უფრო დიდი რამ. ამ დროს მოლაპარაკებები აგერ თურქეთს გაუხსნეს და ათწლეულის შემდეგ შეუწყვიტეს. ირაკლი კობახიძემ დაასახელა დღეს კონკრეტული მაგალითები. გაუხსნეს და რა, ერთი ნაბიჯით წინ არ წაწიეს შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, მოლაპარაკების გახსნას მაშინ აქვს აზრი, თუ შენ მე მაღიარებ. იმათ პასუხისმგებლობაზე კი არ ვსაუბრობ მხოლოდ. აგერ ჩემი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით კაციშვილს არ დაუსახელებია. მე თვითონ ვთქვი განცხადებაში, „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაში, რომ მზად ვიქნები ამ დროისათვის. დღეს 90 პროცენტზე მეტი ნაკისრი ვალდებულებების ნამდვილად არ მაქვს შესრულებული. ეკონომიკურად უფრო მყარად ვიქნები, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით უფრო მყარად ვიქნები და ეს საკითხები გადაჭრილი, გადაწყვეტილი მექნება 90 პროცენტზე მეტი. ამ შემთხვევაში უკვე ჩემი განაცხადი მოლაპარაკებების გახსნაზე იქნება გაცილებით საფუძვლიანი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებთან თავსებადობის თვალსაზრისით, არამედ, სამართლებრივად და ფორმალური თვალსაზრისით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.