მარნეულში ავტომობილი 17 წლის ბიჭს დაეჯახა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1757103720
ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, ეს ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, - განაცხადა მედიასთან სუსის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ.
„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ ეს რადგან დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მსოფლიოს წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისა და ხალხისგან იქნება ის, რომ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დღეს დაამტკიცა.