"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ჩინელი დაახატავს მაცხოვარს კუბოზე და იმას დაწვავ თუ ქართველი რა მნიშვნელობა აქვს რა გამართლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.
„ისეთ თემაზე მიწევს ლაპარაკი უხერხულიც კია, მაგრამ მიცვალებულის სასახლეზე არც მახსოვს რამე რომ ეხატოს. სპეციალურად იყო არჩეული, ჩინური იყო თუ იაპონური რა მნიშვნელობა აქვს, წამოიღეს და სპეციალურად დაწვეს ისეთი, სადაც მაცხოვრის გამოსახულება იყო. იმდენად მიზანმიმართულია, არის ერთი-ორი პროცენტი ადამიანების ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ. „პრადვინუტობაში“ რომ გააქვს, საკუთარ თავთან რომ თავს იმართლებს რომ უფრო „სვეცკია“, უფრო „პრადვიმუტია“ თუ მაცხოვარს წვავ და მოგწონს, თუ დედას იგინება გოგო, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობს, ქალი იგინება ბოლო სიტყვებით და ეს მათი აზრით არის „პრადვინუტობა“ წარმოუდგენელი ამბავია.
მერე გამოდიან ვიღაცები და „კუმირად“ აქცევენ ასეთ ხალხს. ამ „სვეცკობას“ მათი აზრით არც განათლება სჭირდება, არაც ის, რომ აზრზე მოსული იყო ადამიანი, როგორც იტყვიან ხოლმე, არც არაფერი. უბრალოდ სჭირდება დედას უნდა იგინებოდეს, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობდეს, მაცხოვრის გამოსახულებიანი ნივთების დაწვას უნდა მიესალმებოდეს და ეს არის თანამედროვეობა მათი აზრით.
ეს არის უკიდურესი გოიმობა. გაჭედილები რომ არიან შუაში არც იქით არიან, არც აქეთ. იჭედებიან სადღაც შუაში და მერე ამ „ნაცობაში“ პოულობენ ამ გამართლებას, რომ „სვეცკს“ შეუძლია იყოს „ნაცი“, რომელსაც ბევრი წიგნიც არ აქვს წაკითხული, დიდი განათლებაც არა აქვს, მაცხოვრის დაწვას მიესალმებიან და ამაში პოულობენ ტრენდების თუ რაღაცების დარღვევის და ვითომ ულტრათანამედროვე დამოკიდებულებებს ამ თავიანთ მარაზმულ ქცევაში.
ეს კი არ არის თანამედროვეობა, თანამედროვეობა არის ის, რომ თან პატივს სცემდე რაც წაგიკითხავს, რაც გისწავლია, შენს ისტორიას, შენს კულტურას და განვითარების თანამედროვე ცივილიზებულ ტენდენციებს, რომელიც ამ ყველაფერს არ ეწინააღმდეგება. ასე რომ ანგრევ რაღაცა სტერეოტიპებს შენი ჭკუით და ამ დროს მაცხოვრის გამოსახულებიან კუბოს წვავ, ასეთი გოიმობა, სატანიზმი და მავნებლობა ბუნებაში არ არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.