მაკა ბოჭორიშვილმა ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო ჩაატარა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მას აქვს ის თვისებები, რაც მინისტრს ეფექტური პოლიტიკის წარმოებისთვის სჭირდება - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

მაკა ბოჭორიშვილს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან ურთიერთობების პირდაპირი გამოცდილება აქვს. მან ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო ჩაატარა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ბოჭორიშვილს ყველა ის პროფესიული და პიროვნული თვისებები აქვს, რაც მინისტრს ეფექტური პოლიტიკის წარმოებისთვის სჭირდება.

„რაც შეეხება გადატვირთვის პოლიტიკას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, როცა ორივე მხარეს ამის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა გუშინ, 25 ნოემბერს დაასახელა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს.