1761825060
მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
 
                                                                UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან, ოდრე აზულესთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და UNESCO-ს შორის არსებული თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და განიხილეს ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები.
მაკა ბოჭორიშვილმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის საკითხს.
ოდრე აზულემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს UNESCO-ს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.
 
                                                     
                                                     
                                                    











