იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                "UNESCO მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქართველოსთვის, რომელიც არის ძალიან მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმატში თანამშრომლობა გვჭირდება, იმისთვის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უკეთ იყოს წარმოჩენილი, დაცული და ამ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომავალშიც," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა იუნესკოს გენერალურ მდივანს, აზერბაიჯანელ და უნგრელ კოლეგებს.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ჩვენ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე და, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე. აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის საკმაოდ დატვირთული და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამომავლო ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პოტენციალი უკეთ იყოს გამოყენებული შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები არის მჭიდრო, რაც ხელს უწყობს ევროკავშირთან ურთიერთობებსაც.
უნგრეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები არის ძალიან ახლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი არის ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის. ასევე, მხარდამჭერი იმ განხილვების ფარგლებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის ევროკავშირის დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის პოლიტიკური პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრმა უკვე გახსნა ქართული კუთხეც. "საქართველო ღვინის სამშობლო"- ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც საგამოფენო სივრცეში განთავსდა, აქ წარმოდგენილია ქვევრი, ქართული ღვინო, ისტორიული ნივთები და ნაციონალური სამოსი.