რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა ის დიდი ზეწოლა, რომელსაც გარკვეული აქტორები ახორციელებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
მისი შეფასებით, ყოველივე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების რეპუტაციას და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის განვითარებას.
„მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს. მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას”, - განაცხადა მინისტრმა.