+21 +23 გრადუსი - როგორი ამინდი გველის აღდგომის დღეებში
1744791672
მაია ბითაძე: დიდი გამოწვევების წინაშე ვართ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება არა ყოველკვირეული არჩევნების ჩატარება, არამედ, სიმშვიდის შენარჩუნება, დაკვირვება პროცესებზე და პარალელურად, ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება როგორც აღმოსავლეთთან, ასევე ევროპასთან წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრი მეც ვიყავი, არც ერთი საკომიტეტო მოსმენა არ ჩატარებულა, სადაც რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა მიუღია და არსებითად განუხილავს ერთი საკითხი, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში.
მის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი კანონისთვის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, ხმა არ მიუცია, ახლა კი ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი და ვაჭრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანდიდატის სტატუსით და ასოცირების ხელშეკრულებით. „არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, მათ ხმა არ მიუციათ და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი. გვედავებიან იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ინიციირებულია, კანდიდატის სტატუსი ჩვენი მიღებულია და დღესაც ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ვასრულებთ, მაგრამ არაფერი გვინდა და არაფერი გვიღირს ჩვენ იმად, რომ ვიღაცამ ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან ან მოსკოვიდან, დაგვიძახოს და იფიქროს ჩვენზე, რომ ვართ სახელმწიფო, რომელსაც მართავენ.“ - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შუა დერეფანი დიდ შესაძლებლობებს აძლევს და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საჭიროა სიმშვიდე, პროცესებზე დაფიქრება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება. „ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს შუა დერეფნის გამოყენებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება არა ყოველკვირეული არჩევნების ჩატარება, არამედ, გვჭირდება დაფიქრება, სიმშვიდის შენარჩუნება, დაკვირვება პროცესებზე და პარალელურად, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება როგორც აღმოსავლეთთან, ასევე ევროპასთან,“- აღნიშნა მაია ბითაძემ.